წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 24:22
21. თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ.22. და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ.23. და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 24