წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 22:26
25. რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით, სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის.26. და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა.27. მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი ანგაჰარებოდენ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 22