წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 21:6
5. და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე.6. და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა.7. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 21