მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 2:6

5. ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.6. და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,7. რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 2
6. და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ (). მოსეც, როცა იგზავნებოდა, ჩანს, მხოლოდ ფარაონის შიშით კი არ იხევდა უკან, არამედ უმეტესად თვით იუდეველთა ხალხის გამო. ამიტომ, როცა ღმერთს ესაუბრებოდა, ბარბაროსი ფარაონი გვერდზე დატოვა და დიდი გულმოდგინებით ცდილობდა გაეგო, რა უნდა ეთქვა მათთვის, თუ არ ირწმუნებდნენ, რომ იგი ღმერთისგან იყო მოსული; ნიშნებსაც სწორედ მათი განწყობის გამო იღებდა, და ეს სავსებით ბუნებრივიც იყო. რადგან თუ ერთმა ებრაელმა, თანაც მოსესგან სიკეთე მიღებულმა, ასე შეაშინა იგი, რას განიცდიდა, როცა იმ უწესრიგო ხალხზე ფიქრობდა? სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველიც იღებდა არა მხოლოდ სიბრძნის, არამედ ძალის სულსაც და ამბობდა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (...

სრულად ნახვა