მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 2:5

4. და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.5. ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.6. და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 2
5. ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შენუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ (21,37).:

...იგი ვაჴსენოთ. რაჲ არს: „შე-ნუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“? არა თუ უმეცარ იყო, თუ რაჲ ეგულებოდა მათ ყოფად, არამედ მას იტყჳს, რომელ თანანადებ იყო მათდა ქმნად, - და არა ეტეოდა ბუნებასა არაშეკდემაჲ ძისაგან, - რაჲთა ესრეთ გამოაჩინოს დიდი იგი და შეუნდობელი ცოდვაჲ მათი. და სხუასაცა ადგილსა წერილ არს: „ნუუკუე ისმინონო“; არა თუ მასცა უმეცარ იყო, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას უგულისჴმოთაგანმან, თუ: წინაჲსწარ თქუმამან მისმან აიძულნა იგინი ქმნად, რაჲ-იგი მან თქუა; ამისთჳს არა იტყჳს, რაჲ ეგულებოდა მათ ქმნად, არამედ რაჲ-იგი თანაედვა ბუნებით და საქმით, რაჲთა ოდეს არა ქმნან სიტყუაჲ მისი, არცა შეიკდიმონ ძისა მისგან მხოლოდშობილისა, ყოველივე მიზეზი მიეღოს.

ამისთჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, და ნანდჳლვე ესრეთ იყო. და-ღაცათუ მონათა მათ უსახურ ექმნეს და მკლველ, პატივისა მისგან ძისა შეკდემაჲ უჴმდა, შევრდომაჲ თანაედვა და შენდობისა თხოაჲ პირველქმნილთა მათ ბოროტთაჲ. ხოლო იგინი უძჳრესისა მიმართ საქმისა აღიჭურ ნეს, რამეთუ ესე საქმე მათი არს, მარადის უკუანაჲსკნელითა პირველთა ბოროტთა დაჰფარვენ, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“; და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელნი ამას აბრალობდ...

სრულად ნახვა