მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:32

31. მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო?32. რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18
32. რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...ჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“; და ქრისტეს ეგულებოდა რაჲ იერუსალჱმისა წარწყმედაჲ, ცრემლოვოდა მას ზედა, რომელსა ჩუენ ვიქმთ მოყუარეთა ჩუენთა ზედა.

სწავლაჲ ჲჱ: სიყუარულისათჳს

ამისთჳს უკუე, რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატევებულ ვიქმნნეთ ღმრთისა მიერ, არამედ ვიღუწიდეთ სულთა ჩუენთა და ვისწრაფდეთ შეყუარებად მოყუსისა და ნუმცა განვეყოფვით ასოთა ჩუენთა, რომელ-ესე საქმჱ არს განცოფებულთაჲ, არამედ უფროჲსად ვისწრაფდეთ კურნებად ასოთა ჩუენთა, უკუეთუ უძლურნი იყვნენ. რამეთუ ჴორციელთა ამათ ასოთა შინა უკუეთუ ვიხილოთ ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკუეთუ ვერ შეუძლოთ, არავე დავსცხრებით. ეგრეთვე უკუე ვისწრაფოთ ძმათა ჩუენთა ყოფად და ურთიერთას სიმძიმესა ვიტჳრთვიდეთ, რაჲთა ესრეთ აღვასრულოთ შჯული ქრისტესი და მივემთხჳნეთ საუკუნეთა კეთილთა მადლითა და კაცთმოყუა...

სრულად ნახვა