წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:25
24. და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.25. და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების?26. მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18