მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:24

23. არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.24. და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.25. და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების?
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18
24. და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ამიტომ, ეს რომ ვიცით, მოვუსმინოთ წინასწარმეტყველს და დასასრულამდე არ დავიღუპოთ. რადგან ამიტომ იეზეკიელიც ღაღადებს და ამბობს: „თუ ვინმე მართალი გახდება, შემდეგ კი გადაუხვევს და შესცოდავს, აღარ მოიხსენება მისთვის მისი სიმართლენი, არამედ თავის ცოდვაში მოკვდება“ (). რადგან ისიც დასასრულის გამო შიშობს. და ამას მხოლოდ აქედან კი არ აჩვენებს, არამედ საპირისპირო მაგალითითაც ცხადყოფს, რომ ამ საქმეს დიდი ძალა აქვს: რადგან, ამბობს, „თუ ვინმე ცოდვილი იქნება, შემდეგ შეიცვლება და მართალი გახდება, მისი ცოდვები აღარ მოიხსენება; თავის სიმართლეში იცოცხლებს“ (). ხედავ, აქაც როგორ დიდ მზრუნველობას იჩენს იგი დასასრულისათვის? რათა მართალი, საკუთარ სიმართლეზე მინდობილი, დაუდევრობისკენ არ გადაიხაროს და არ დაიღუპოს, იგი დასასრულით აშინებს მას; ხოლო ცოდვილი, დაცემების გამო სასოწარკვეთილი, სამუდამოდ დაცემაში რომ არ დარჩეს, დასასრულითვე აღადგენს მას. ბევრი შესცოდე, ამ...

სრულად ნახვა