მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:23

22. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.23. არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.24. და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18
23. არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. შუამდგომლობა და პირადი მოვალეობა:

...ოვ, რომ ბოროტებას მოშორდეს და ბოროტების კეთება შეწყვიტოს? განა ვითხოვ წინანდელი საქმეებისთვის ანგარიშს; განა, როგორც კი დავინახავ, რომ ხალხს სინანული სურს, ვეძებ ანგარიშს? განა ყოველ დღე არ მოვუხმობ და ვამბობ: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" ()? განა ყველაფერს არ იმ მიზნით ვაკეთებ, რომ ცთომილებით გარყვნილნი დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შენ არარსებობიდან, რომ დაგღუპო? განა ტყუილად დავამზადე სასუფეველი და უთვალავი, გამოუთქმელი სიკეთეები? განა არა იმისთვის ვემუქრებოდი გეენით, რომ ამ საშუალებითაც მაინც ყველა სასუფევლისკენ სწრაფვას ვაიძულებდი? მაშ, ნეტარო წინასწარმეტყველო, დატოვე ისინი და ჩემთან ლოცვა ნუ აღავლენ მათთვის, არამედ მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ მათი სენი განკურნო, რომ საკუთარი უძლურების გრძნობაში მოიყვანო და ჯან...

სრულად ნახვა
საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წერილი როგორც სულიერი წამალი:

...ცთმოყვარეობაზე ფიქრით ყურადღება მიაქციოს ღმერთს, რომელიც წინასწარმეტყველის პირით ამბობს: «ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?» (), და სხვა ადგილას: არ მსურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ», არამედ «მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი» (). ხედავ, საყვარელო, რომ საღვთო წერილში აღწერილი ყოველივე დავიწყებას სხვა არაფრისთვის არ მიეცა, თუ არა ჩვენი სარგებლისა და კაცობრიობის ცხოვნებისთვის? ამაზე ფიქრით თითოეულმა ჩვენგანმა იქიდან შესაფერისი წამალი ამოიღოს. სწორედ ამიტომ ის ყველას შეუზღუდავად წარედგინება და ყოველ მსურველს შეუძლია იქიდან თავისი მაწუხებელი ვნების შესატყვისი წამალი ამოიღოს და სწრაფი განკურნება მიიღოს, ოღონდ მკურნალ წამალს ნუ უარყოფს, არამედ მადლიერებით მიიღებს. მართლაც, ადამიანის ბუნებას არავითარი სნეულება არ ამძიმებს — არც სულიერი, არც ხორციელი — რომელმაც წერილისგან წამალი ვერ მიიღოს. მაგალითად, ცხოვრებისეული მწუხარე გარემოებებით დაბეჩავებული ვინმე მოდის აქ, რომელთაგან დარდს მიეცა? მოსულმა მყისვე მოისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები: **«რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და...

სრულად ნახვა
საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სულზე მზრუნველობა და სათნოებით შემკობა:

...ჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ"** () და არ სურს, რომ ვინმემ სათნოება უგულებელყოს. ისმინე, რას ამბობს ის თავად წინასწარმეტყველის პირით: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (). მითხარი, განა ამ მართალს რამე ხელი შეუშალა ცოლთან თანაცხოვრებამ ან შვილებზე მზრუნველობამ? მაშ, ჩვენც, ვგთხოვთ, თავი ნუ მოვიტყუებთ, არამედ რაც უფრო მეტად ვართ ამ საზრუნავებით დატვირთულნი, მით უმეტეს საღვთო წერილის კითხვის წამალი მივიღოთ. ხომ ეს ადამიანებიც ჩვენი თანაბუნებისა იყვნენ; ამასთან, სათნოებისკენ მიმზიდველი იმდენი საშუალება არ ჰქონდათ. მაშ, რა გამართლების ღირსნი ვიქნებით ჩვენ, ვინც ასეთი სწავლებითაც ვტკბებით, ასეთი დიდი მადლისაც ვღირსვართ, ზეგარდმო შეწეობითაც ვსარგებლობთ და გამოუთქმელ კეთილთა აღთქმაც მიგვიღია, თუ ძველი მამების სათნოების ზომას ვერ მივაღწევთ? თუ ყურადღებიანები ვიქნებით, დღეს გაცნობილიც საკმარისია, რომ სათნოება შევიყვაროთ და არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქროთ, თითქოს სათნოების გზაზე რამე ხელს გვიშლისო. თუ რჯულის მოცემამდე მცხოვრებლებმა, მხოლოდ ბუნების შთაგონებით, ასეთ მაღალ სათნოებას მიაღწიეს, რა შეგვიძლია...

სრულად ნახვა
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ღვთის გაფრთხილება კაინისადმი (4:6-7):

...ჯა არ მსურს, მხოლოდ ცოდვაზე მივუთითებ და შეგონებასას გაძლევ, რომელიც თუ ინებებ, მიიღე — ცოდვასაც გამოასწორებ და უარეს ბოროტებაში არ ჩავარდები. რა მაშ? შესცოდე, და დიდადაც შესცოდე, მაგრამ არ გსჯი, რადგან მე კაცთმოყვარე ვარ და არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ... ვითარ მოქცევაჲ მისი... და ცხოვნებაჲ მისი (). ვინაიდან შესცოდე, „დაყუდენ", დააწყნარე შენი ზრახვები, განთავისუფლდი ტალღთა შემოტევისგან, რომელიც სულს გატეხს, დაამშვიდე ღელვა, რათა წინანდელ ცოდვას კიდევ უფრო მძიმე არ დაუმატო, რათა რაიმე გამოუსწორებელ ბოროტებაზე არ გადაწყვიტო. ნუ მისცემ თავს ტყვედ ბოროტ დემონს. „სცოდე დაყუდენ". ღმერთი წინასწარვე იცოდა, რომ (კაინი) ძმაზე აღდგებოდა და ამ სიტყვებით წინ უსწრებს მას. როგორც ღმერთმა, რომელიც სულის საიდუმლოებებს იცნობს, კაინის გულის მოძრაობანი იცოდა: ამიტომ ხანგრძლივ დარიგებასა და მოწყალე სიტყვებში შესაფერის წამალს სთავაზობს და თავისი მხრიდან ყველაფერს აკეთებს, თუმცა (კაინმა) წამალი უარყო და ძმისმკვლელობის უფსკრულში ჩავარდა. „სცოდე დაყუდენ". ნუ ფიქრობ, ამბობს ღმერთი, თითქოს მე, რომ შენი მსხვერპლი არაჯეროვანი განწყობის გამო უარვყავი და ძმის ძღვენი მისი ჭეშმარიტი განწყობის გამო მივიღე, ამით შენ პირმშობის უპირატესობას გართ...

სრულად ნახვა
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. შეგონება სინანულისა და სასოებისკენ:

...ი საქმეების დანაშაულებრიობის აღიარებას და უზრუნველობას აღარ გავაგრძელებთ, სწრაფად შეგვიძლია კვლავ ისე მდიდარნი გავხდეთ, როგორც ადრე. ასეთია ჩვენი მეუფე, ასე უხვია იგი და მოწყალე; აჰა, წინასწარმეტყველის მეშვეობით ღაღადებს: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ...ვითარ მოქცევაჲ მისი... და ცხოვნებაჲ მისი" (). ვიცი, რომ თქვენ, როგორც კეთილსინდისიერნი, აღიარებთ თქვენს ცოდვას; ხოლო ცოდვათა სიმძიმის აღიარება არცთუ ცოტას უწყობს ხელს სათნოებისკენ მოქცევას. მხოლოდ აღარავინ მითხრას კვლავ ეს ეშმაკისეული მაცდუნებელი სიტყვები: რა ცოდვაა — ცხენის სარბიელზე ყურება? თუ მოინდომებ, ყურადღებით შეხედო ყველაფერს, რაც იქ ხდება, ყველაფერს სატანისეული ძალით სავსეს ნახავ. იქ ხედავ არა მხოლოდ მორბენალ ცხენებს, არამედ გესმის ყვირილი, ღვთისმგმობელობა და უხამსი სიტყვების უფსკრული; იქ ყველას წინაშე ჩნდებიან უზნეო ქალებიც და დედაკაცებივით მორთული ჭაბუკებიც. ნუთუ ამდენი ცოტაა, რომ შენი სული ტყვედ ვაქციოთ? თუკი შემთხვევითი შეხვედრებიც ხშირად უყურადღებოს საცდურის მიზეზი ხდება, ჩამოაგდებს და წარწყმედის უფსკრულში ჩაათრევს, რა უნდა იყოს მათთან, ვინც სწორედ ამისთვის მიდის იქ, დანაშაულებრივი სანახაობებით კვებავს თავის თვალებს და იქიდან სრულყოფილ მეძავებად გამოდის? კა...

სრულად ნახვა
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის კაცთმოყვარეობა და ძმის ცხონება:

...ელი, როგორც სულის ცხონება. აჰა, პავლეც ღაღადებს: „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ" (); და თავად ღმერთი ამბობს: „არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი" (); „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი" (). ამიტომაც შექმნა მან მთელი ეს ბუნება და ჩვენ შეგვქმნა არა იმისთვის, რომ დაგვღუპოს ან სასჯელი მოგვცეს, არამედ, რათა გვაცხოვნოს და, ცთომილებიდან გამოგვიხსნას, ნეტარება მოგვანიჭოს (ზეციურ) სასუფეველში. მან ჩვენთვის არა ახლა, შექმნის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე მოამზადა, როგორც თავადვე ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, რა კაცთმოყვარეა უფალი, როგორ ჯერ კიდევ შექმნამდე და ადამიანის გამოჩენამდე მოამზადა მისთვის უთვალავი სიკეთენი და ამით აჩვენა, რა მზრუნველობა აქვს ჩვენი მოდგმისთვის და, რომ ყველას ცხონება სურს.

ასეთი მეუფის მქონენი —...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...და უკუეთუ განსაცდელითა მტერისაჲთა ვერ დავიცვნეთ თავნი ჩუენნი საფუძველსა ამას ზედა კეთილსა, არამედ გარდავგორდეთ, ვითარცა ქვანი უჴმარნი, და დიდ იქმნას წყლულებაჲ ჩუენი უდებებითა ჩუენითა, მერმეცა მოვიქცეთ სინანულად, და შეგუეწიოს ღმერთი, „რამეთუ არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“. ; (33,11)

და ვიდრე სოფელსა ამას შინა ვიყვნეთ და არა მოწევნულ იყოს სიკუდილი, რავდენთაცა ცოდვათა შთავვარდეთ, ჴელ-გუეწიფების სინანული, უკუეთუ გუენებოს, და პირველსავე წესსა მიწევნად და უმაღლესსაცა აღსლვად, უკუეთუ ვიღუაწოთ.

აწ უკუე ნუმცა ვინ წარიკუეთს სასოებასა, ნუმცა შეიპყრობის სენითა მით უშჯულოთაჲთა, რამეთუ მათი არს ესე ცოდვაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: უშჯულოჲ მი-რაჲ-იწიის სიღრმედ ბოროტთა, უგულებელსყვის. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა თუ სიმრავლე ცოდვათა იქმს სასოწარკუეთილებასა, არამედ უშჯულოჲსა გონებაჲ.

ხოლო შენ, კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, თქუ, ვითარმედ: კაცთმოყუარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, რამეთუ იტყჳს: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლნი განვასპეტაკნე“. ესე თქუ და განეშორე ცოდვასა, მოიქეც სინანულად, დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

...ილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.

ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.

და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.

ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.

ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე...

სრულად ნახვა