მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 18:21

20. ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს.21. და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.22. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 18
21. და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ის გამო შიშობს. და ამას მხოლოდ აქედან კი არ აჩვენებს, არამედ საპირისპირო მაგალითითაც ცხადყოფს, რომ ამ საქმეს დიდი ძალა აქვს: რადგან, ამბობს, „თუ ვინმე ცოდვილი იქნება, შემდეგ შეიცვლება და მართალი გახდება, მისი ცოდვები აღარ მოიხსენება; თავის სიმართლეში იცოცხლებს“ (). ხედავ, აქაც როგორ დიდ მზრუნველობას იჩენს იგი დასასრულისათვის? რათა მართალი, საკუთარ სიმართლეზე მინდობილი, დაუდევრობისკენ არ გადაიხაროს და არ დაიღუპოს, იგი დასასრულით აშინებს მას; ხოლო ცოდვილი, დაცემების გამო სასოწარკვეთილი, სამუდამოდ დაცემაში რომ არ დარჩეს, დასასრულითვე აღადგენს მას. ბევრი შესცოდე, ამბობს, მაგრამ სასო არ წარიკვეთო; რადგან დაბრუნება შესაძლებელია, თუ დასასრულს დასაწყისის საწინააღმდეგოდ აჩვენებ. კვლავ მართლის მიმართ ამბობს: ბევრი კეთილად აღასრულე, მაგრამ ნუ გათამამდები; რადგან შეიძლება დაეცე კიდეც, თუ ბოლომდე იმავე გულმოდგინებას არ შეინარჩუნებ. ხედავ, როგორ მოსპო ერთის დაუდევრობა და მეორის სასოწარკვეთა?

3....

სრულად ნახვა