...მაგრამ ქონებაც მოსაპოვებელია, დასაკარგიც, და აქვე დარჩება. ან მტერთაგან შეთქმულებანი და ცილისწამებანი? მაგრამ ამით ჩვენ კი არ ვართ დაზარალებულნი, არამედ ისინი, რომლებმაც ეს ჩაიდინეს; რადგან ამბობს: „სული მცოდველი იგი მოკუდეს" ().
ცოდვა ჩაიდინა არა ბოროტის დამთმენმა, არამედ ბოროტის მოქმედმა. ამიტომ მკვდრად ქცეულს კი არ უნდა მიუზღო, არამედ მისთვის უნდა ილოცო, რათა იგი სიკვდილისაგან დაიხსნას. განა არ ხედავთ ფუტკარს, რომ როცა ნესტარს ჩასცემს, თვითონვე კვდება? ფუტკრის საშუალებით ღმერთი გვასწავლის, არ დავამწუხროთ მოყვასნი; რადგან სიკვდილს პირველნი ჩვენვე ვიღებთ. რადგან მათ, ვისაც ვურტყამთ, ალბათ მცირე ხნით ვამწუხრებთ; ჩვენ კი ვეღარ ვიცოცხლებთ, ისევე როგორც ის არსებაც. თუმცა წერილი ფუტკარს აქებს და ამბობს: **„ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნ...