წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 12:8
7. და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:9. ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 12