წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 10:8
7. და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა.8. და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.9. და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 10