წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 10:19
18. და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.19. და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;20. ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 10