მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 10:18

17. დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა.18. და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.19. და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 10
18. და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა“? და იოვანე ეწამების მას და იტყჳს: „ესაია თქუა, იხილა რაჲ დიდებაჲ მისი, და იტყოდა მისთჳს“. ანუ ეზეკიელისთჳს რაჲ ვთქუათ, რამეთუ მანცა ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა? ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“? და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“? ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“, (შდრ. დაბ. 32, 28-31) და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.

რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზ...

სრულად ნახვა