მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 9:6

5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.7. რამეთუ მოვიღო მშვიდობაჲ მთავართა ზედა, მშვიდობაჲ და სიმართლე მისა. დიდ არს მთავრობა მისი, და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარ. საყდარსა ზედა დავითისსა დაჯდეს და მეფობასა მისსა წარმართებად მისსა. და სიმართლისა მიერ და მშჯავრისა შეწევნად მისსა ამიერითგან და უკუნისამდე შურმან უფლისა საბაოთისმან ყვნა ესენი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 9
6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს ძლევა და მეუფის სიმაღლე:

...ზეა ნათქვამი: ამბობს, „ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ“ (); „ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ“ (). და კვლავ, სხვა ადგილას: „ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე“ (), რაც მეუფეს ნიშნავს.

ამიტომ, როცა გაიგონებ, რომ შენი მეუფე ძელზე მიიმსჭვალა, რომ ჯვარზე დაეკიდა, რომ დაიფლა, რომ მიწის ქვედა ადგილებში ჩავიდა, ნუ დაეცემი და ნუ შეშფოთდები: იგი ხომ უზენაესია და ბუნებით უზენაესი. ხოლო ის, რაც ბუნებით მაღალია, ვერასოდეს დაკარგავს სიმაღლეს და ვერც მდაბალი გახდება; არამედ მის დამდაბლებაშიც სიმაღლე რჩება და ცხადდება. რადგან მაშინაც, როცა მოკვდა, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად აჩვენა სიკვდილის წინააღმდეგ თავისი ძალა. ამბობს: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (); სწორედ ასე გამოჩნდა მისი სიმაღლეც დამდაბლებაში. იხილე იგი ჯოჯოხეთში მყოფი, როგორ არყევ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სახეობრივი იარაღი და ქრისტეს ძლევა:

...რადგან ჯერ იარაღი არ უხსენებია, ვიდრე მას ძლიერს არ უწოდა; და კვლავ, იარაღის ჩამოთვლის შემდეგ, მთელი გამარჯვება მის მარჯვენას მიაწერა, ესე იგი, მის ბუნებასა და მის ძალას. ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც აცხადებდა: „რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ (); არა იმისათვის, რომ მხარი წარმოიდგინო (ნუ იყოფინ), არამედ რათა იცოდე, რომ ღმერთს სხვისი შემწეობა არ სჭირდება.

„შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა“ (). მაშ, რას ამბობს აქ? ამ უფრო უხეში სახელების მეშვეობით მის მოქმედებას აჩვენებს, რომლითაც ქვეყნიერება გამოასწორა, რომლითაც ომი დაშალა და ძლევის ნიშანი აღმართა. რადგან ეს იყო მძიმე ომი, ყველა ომზე უმწარესი: არა ბარბაროსები იბრძოდნენ, არამედ დემონები მზაკვრობდნენ და მთელ ქვეყნიერებას ხრწნიდნენ. ამიტომაც ამბობდა ესაიაც: „და ძლიერთა განანაწილოს იავარი“ (

სრულად ნახვა
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ბუნებითი ხელმწიფება და ძლიერების დღე:

...რას ნიშნავს: „შენ თანა არს მთავრობაჲ“ ()? შენშიაო, ამბობს, ხელმწიფება: შემდეგ კი არ დამატებულა, არამედ შენში მუდამ არის; ამასვე აცხადებდა ესაიაც, როცა მსგავსად ამბობდა: „რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ (), ესე იგი, მასში, მის არსებაში, მის ბუნებაშია; ეს კი მეფეებში არ არის. რადგან მათი ხელმწიფება ჯარების სიმრავლეშია; ეს კი მოციქულთა შემთხვევაში არ ყოფილა. რადგან მოციქულთა ხელმწიფებაც მათში გარედან შეტანილი მოქმედებით ხდებოდა; ხოლო მას ხელმწიფება ბუნებაში ჰქონდა, არსებაში: შობის შემდეგ კი არ მიუღია მოგვიანებით, არც გარედან შემოტანილი შეუძენია, არამედ ასე იშვა. ამიტომაც, როცა მეფობის შესახებ ეკითხებოდნენ, ამბობდა: „ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე“ (). „შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა“ (). ხოლო გამონათქვამი **„შენ თანა ა...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის ხატი — ბატონობა და არა გარეგნობა (1:26-27):

...მოუვათ. ამიტომ, მათი ცარიელი ლაყბობის უკუგდების შემდეგ, ეკლესიის შვილებს ამ გამოთქმის ჭეშმარიტი აზრი უნდა ვაჩვენოთ. ვინ არის ის, ვისაც ეუბნება ღმერთი: „ვქმნეთ კაცი"? ვინ სხვა, თუ არა „დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა" (), ღვთის მხოლოდშობილი ძე, არსებით მამის თანასწორი, „რომლის მიერ ყოველი შეიქმნა"? მას ეუბნება (მამა): „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ". აქ მას სასიკვდილო დარტყმა მიაქვს არიანულად მოაზროვნეთათვისაც. არ თქვა ბრძანებითად: „შექმენი", როგორც ქვემდგომს ან არსებით ნაკლებს, არამედ როგორც თანაპატივიერს: „ვქმნეთ". შემდგომი სიტყვებიც თანაარსობას გვიჩვენებს: „ვქმნეთ," — ამბობს, — „კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ". მაგრამ აქ კიდევ სხვა ერეტიკოსები აღდგებიან, ეკლესიის დოგმატების დამამახინჯებლები, და ამბობენ: აი, ის ამბობს — „ჩვენი ხატის მსგავსად" — და ამის გამო ღმერთს კაცის მსგავსს უწოდებენ. მაგრამ ეს უკიდურესი უგუნურება იქნებოდა — ის, ვისაც არც ხატი აქვს, არც სახე და ვინც უცვალებელია, ადამიანურ სახეში ჩაყენება, და უსხეულოს ხორციელი ნიშან-თვისებები და სხეულის ნაწილები მიწერა. რა შეედრება ამ უგუნურე...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია, —არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).:

...მისსა მიმართ მორწმუნეთაჲსა, ჰყოფს მათ თესლ ნაყოფიერ, გამომღებელ ოცდაათეულისა, სამოცეულისა და ასეულისა.

ჳკუმენისი: შესაძლებელ არს, რაჲთა ქრისტესთჳსცა გულისჴმა-იყოფებოდის სიტყუაჲ ესე, ვითარცა იტყჳს წმიდათა შორის დიდი კჳრილე, რამეთუ იგი არს უფლისა მიერ მონიჭებული ჩუენდა ნაყოფი, "რამეთუ ყრმაჲ იშვა ძე და მოგუეცა ჩუენ" (). და არათუმცა იგი თავადი განჴორციელებულ იყო სათნო-ყოფითა მამისაჲთა, რომელმან მოავლინა იგი, არარაჲთმცა უმოლხინეს იყო სოდომისა და გომორისა სოფელი ესე, რომელი მან თავადმან მოიყიდა სისხლითა თჳსითა.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ სახელი ღმრთისაჲ თჳთ საცნაურ იყო, გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჰურიათა მიერ ოდენ იყო საცნაურ, და არცა მათ მიერ სრულიად, არამედ წარმართთა ყოვლადვე არა იცოდეს, ხოლო ჰურიათა დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწავლასა მოასწავებს. ამისთჳსცა „სიტყუა“ ეწოდების მას და „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“. ვინაჲთგან უკუე ესოდენი პატივი მოგჳღებიეს და უსრულესი სწავლაჲ, რამეთუ არა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ძისა გუეზრახა ჩუენ ღმერთი, ამისთჳს თანაგუაც, რაჲთა ფრიად უზეშთაესი და ღირსი პატივისაჲ მის მოქალაქობაჲ ვაჩუენოთ; რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ იგი თავადი ესოდენ დამდაბლდა, რომელ არღარა მონათა მიერ, არამედ თავისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ, ხოლო ჩუენ არღარაჲ ვაჩუენოთ პირველისა მის უმაღლესი ცხორებაჲ, რამეთუ პირველთა მათ მოსე აქუნდა მოძღურად, ხოლო ჩუენ - მეუფჱ იგი მოსესი.

სწავლაჲ იე სიყუარულისათჳს

ღირსი უკუე ესევითარისა მის პატივისაჲ მოქალაქობაჲ ვაჩუენოთ და ნუმცა რაჲ გუაქუს ზიარებაჲ ქუეყანისა თანა, რამეთუ ამისთჳს ზეცით მოგუართუა ჩუენ სწავლაჲ მოქალაქობისაჲ, რაჲთა მოძღურისა მის სწავლასა შეუდგეთ ძალისაებრ ჩუენისა. ხოლო მსგავსებაჲ ამისი ესრეთ იქმნების, რაჲთა არა თჳსთა თავთასა ვეძიებდეთ ყოლადვე, არამედ მოყუას-თასაცა, ვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...ორე იტყჳს განცხადებულადრე და ვითარმცა მუნ მდგომარე იყო სულითა მით წინაწარმეტყუელებისაჲთა: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზ, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ“. ვისნი არიან სახელნი ესე, ურჩულონო, თჳნიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელი გჳშვა ქალწულმან სულისაგან წმიდისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოიგონა, განტევებაჲ იზრახა, რაჲთა არა იყოს სახლსა მისსა წინააღმდგომი რჩულისაჲ; და კუალად, რაჟამს ესმა სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და იჭჳ იგი ბოროტი განქარდა, მეყსეულად ყოველივე ორგულებისა გულისსიტყუაჲ აღმოიგდო გულისაგან თჳსისა და წარიყვანაო, ესე იგი არს, თუ მიითუალა გონებითა ყოფად ქალწულისა სახლსა შინა მისსა. რამეთუ არა თუ სხუაგან სადმე იყო ანუ განსრულ იყო სახლით, რომელ იტყჳს, თუ „წარიყვანა“, არამედ გონებისა მისისა იტყჳს ზრახვასა. რამეთუ პირველ ჩუენებისა განეზრახა განტევებაჲ მისი და განვლინებაჲ სახლისაგა...

სრულად ნახვა