მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 9:5

4. მით, რამეთუ აღებულ არს უღელი მათ ზედა მდებარე, და კუერთხი ქედისა ზედა მათისა, რამეთუ კუერთხი მიმჴდელთა განაქარვა, ვითარცა დღე მადიამის ზე,5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,6. რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 9
5. რამეთუ ყოველი სამოსელი შეკრებული ზაკვით და შთასაცუმელი ცვალებისა თანა მიუზღონ და ინებონ, უკეთუმცა იქმნეს ცეცხლით დამწვარ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).:

...ა ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.

ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მეუფე იგი სახიერი და სპარსნი მოიყვანნა თაყუანის-ცემად მისა. და მისგან გულისჴმა-ყვესმცა და თქუეს, ვითარმედ: ყოველნი დამორჩილებად არიან ჩუენისა ამის მეუფისა, და არღარა მაქუნდეს შიში ტყუეობისაჲ, არამედ ჩუენ ვიყვნეთ უფალ სხუათა წარმართთა; რამეთუ უკუეთუ აწ ოდენ შობილისა ამისგან ესრეთ ძრწიან, უკუეთუ აღიზარდოს, მაშინ უმეტესად ძრწოდინ ყოველნი მისგან, და ვიქმნეთ ჩუენ უბრწყინვალეს ყოველთა ნა-თესავთა. არამედ არარაჲ ესევითარი გულისჴმა-ყვეს, არცა განიფრთხვეს უკეთურებისაგან თჳსისა, რამეთუ დიდ იყო დაჴსნილობაჲ მათი და შური, რომლისათჳსცა არა ენება ყოვლადვე შობაჲ იგი ქრისტესი უმადლოთა მათ და უგულისჴმოთა.

სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ

ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ორივე ესე ვნებაჲ დაჴს...

სრულად ნახვა