მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 8:4

3. და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ4. მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.5. და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 8
4. მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.
ესაიას განმარტება, თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().

1.

სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. ამიტომ ჯერ ის უნდა ითქვას, რა მიზეზით შემოვიდა წინასწარმეტყველების სახე ადამიანთა ცხოვრებაში. მაშ, რა მიზეზით შემოვიდა, ამის თქმა აუცილებელია. ღმერთს ჩვეულებად აქვს, რომ ცოდვილთა სასჯელების მიმართ მოიცადოს და დააყოვნოს, ხოლო სათნოდ მოქმედთათვის კეთილისყოფაში სწრაფი და მყისიერი იყოს. ხოლო ის, რომ შეცოდებებს სასჯელი მაშინვე კვალდაკვალ არ მისდევს, უფრო გულგრილებს მოდუნებისკენ უბიძგებს. ამიტომ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის