მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 8:10

9. ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.10. და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.11. ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 8
10. და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.
ესაიას განმარტება, თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს“ ().

1.

სიტყვას თუ შევხედავთ, ეს ორი ბრძანება თითქოს ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს; მაგრამ თუ ვინმე აზრთა ძალას ზედმიწევნით გამოიკვლევს, მათ შორის დიდ კავშირსაც დაინახავს და ერთ მიზანსაც. ამიტომ ჯერ ის უნდა ითქვას, რა მიზეზით შემოვიდა წინასწარმეტყველების სახე ადამიანთა ცხოვრებაში. მაშ, რა მიზეზით შემოვიდა, ამის თქმა აუცილებელია. ღმერთს ჩვეულებად აქვს, რომ ცოდვილთა სასჯელების მიმართ მოიცადოს და დააყოვნოს, ხოლო სათნოდ მოქმედთათვის კეთილისყოფაში სწრაფი და მყისიერი იყოს. ხოლო ის, რომ შეცოდებებს სასჯელი მაშინვე კვალდაკვალ არ მისდევს, უფრო გულგრილებს მოდუნებისკენ უბიძგებს. ამიტომ,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის