მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:22

21. და იყოს მას დღესა შინა: განზარდოს კაცმან დიაკეული ზროხათა და ორნი ცხოვარნი.22. და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.23. და იყოს მას დღესა შინა ყოველი ადგილი, სადაცა, უკეთუ იყვნენ ათასნი ვენაჴნი ათასთა სიკილათანი, კორდად იყვნენ და ეკლად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
22. და იყოს სავსედ ქმნისაგან სძისა, ერბოსა და თაფლსა ჭამდეს ყოველი დაშთომილი ქუეყანასა ზედა.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის