მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:2

1. და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, აღმოვიდა რაასონ, მეფე არამისა და ფაკე, ძე რომაელისი, მეფისა ისრაჱლისა, იერუსალჱმსა ზედა ბრძოლად მისსა, და ვერ შეუძლეს გამოღება მისი.2. და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.3. და თქვა უფალმან ესაიას მიმართ: გამოვედ შემთხუევად აქაზისსა შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი, საბანელსა თანა ზენასა, გზისა აგარაკისა მმურკნველისასა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
2. და მითხრობილ იქმნა სახლისა მიმართ დავითისისა თქუმითა: შეერთჴმავდა არამ ეფრემის თანა. და განჰკრთა სული მისი და სული ერისა მისისა ვითარსახედ ოდენ მაღნარსა შინა ხე შეირყიოს ქარისა მიერ.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის