მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:17

16. რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა მის კეთილისა, გინა ბოროტისა, შეურაცხ-ყოს ბოროტი და გამოირჩიოს კეთილი და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა.17. არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.18. და იყოს მას დდესა შინა: მოუწოდს უფალი მწერთა, რომელნი უფლებენ კვრძოსა ზედა მდინარისა ეგჳპტისასა, და ფუტკარსა, რომელ არს სოფელსა ასსურასტანელთასა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
17. არამედ მოაწინეს უფალმან შენ ზედა და ერსა შენსა ზედა და სახლსა ზედა მამისა შენისასა დღენი, რომელნი აროდეს მოიწინეს დღითგან, რომლით განეჴუა ეფრემ იუდაჲსგან, მეფე ასსურასტანელთა.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის