მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:12

11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
12. და თქვა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო უფალი.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის