მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:10

9. და თავ ეფრემისსა სომორონ და თავ სომორონისსა - ძე რომაელისი, და უკეთუ არა ირწმუნოთ, არცა გულისხმა-ჰყოთ.10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:11. ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
10. და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართ გინა სიმაღლედ“. და მერმე იტყჳს: „თქუა ესაია: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. აწ უკუე ვინაჲთგან საქმე ესე, ვითარცა დიდი სასწაული და უცხოჲ, აღუთქუა ჩუენებად, უკუეთუ არა ქალწულისა უქორწინებელისა მოასწავებს უთესლოდ მუცლადღებასა და უხრწნელად შობასა, ვითარ-ეგე თქუენ წაჰრევთ, რაჲ სასწაული არს ანუ რაჲ საკჳრველი ქალწულისა ქორწინებაჲ და შეერთებითა მამაკაცისაჲთა მიდგომილებაჲ, რაჲთამცა ესე სასწაულად უცხოდ და განსაკჳრვებელად შემოიღო წინაწარმეტყუელმან? არამედ წინაწარმეტყუელმან ესრეთ თქუა: უგუნურნო და ცოფნო, ვინაჲთგან სასწაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, - რამეთუ აქაზ მეფისა მიმართ იტყოდა, - და ღუაწლსა შეამთხუ...

სრულად ნახვა