...ზენა იერუსალიმიდან განვარდნისას. მაგრამ მათ, როცა განვარდნენ, დაბრუნების სასოება ჰქონდათ; ჩვენთვის კი, თუ განვვარდებით, კვლავ დაბრუნება აღარ იქნება შესაძლებელი. რადგან ამბობს: „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (). ამიტომ უფრო ზედმიწევნით გვმართებს ჩვენი საქმეებისადმი ყურადღება და ამჟამინდელი ცხოვრების ისე განგება, რომ არ გავხდეთ ტყვეები, არც უცხონი და არც იმ დედაქალაქისგან გაუცხოებულნი.
„მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!“ (). სხვა თარგმანი ამბობს: „ედომის ძეთათვის“. ეს სიტყვაც იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც ქალაქისადმი იწვიან. ხოლო რასაც ამბობენ, ეს არის: სამართალი მოსთხოვე მათ, ვინც ქალაქის აღებამდე გაჩერება არ ინება, არც ნგრევით დაკმაყოფილდა, არამედ თავზე ადგა და ამბობდა: თხარეთ და ანგრიეთ, ვიდრე მასში მხოლოდ საძირ...