მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 65:25

24. და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?25. მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 65
25. მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. წარმართთა სიხარული და გამარჯვების ღაღადი:

...წყისი და შესავალი ხილულთაგან ჰქონდეს, მაინც გონისეულთაკენ მიუძღვის მსმენელს. რადგან, რაც წინათაც ვთქვი, ამას ახლაც ვიტყვი: ზოგი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ითქვა, ზოგი კი — დაწერილის საპირისპირო აზრით, მაგალითად, როგორც იმ ადგილას არის: „მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად“ (). მართლაც, იქ არც მგლებსა და კრავებს მივიღებთ პირდაპირ, არც ბზეს, ხარსა და კუროს; არამედ პირუტყვთა ხატით ადამიანთა ზნეებს აღვნიშნავთ; ზოგს კი ორგვარად ვიღებთ: ხილულსაც ვიგულისხმებთ და გონისეულსაც მივიღებთ, როგორც აბრაამის ძის მსხვერპლად აღყვანისას. რადგან ვიცით, რომ ძე მსხვერპლად იქნა აღყვანილი, ხოლო ძის მეშვეობით აზრში დაფარულ სხვა რამესაც გამოვარჩევთ — ჯვარს. ეგვიპტეში დაკლული კრავის შემთხვევაშიც ასევე კვლავ ვსახავთ ვნების ხატს. ამიტომ აქაც ასე უნდა მოვიქცეთ. რადგან სიტყვა უბრალოდ არაბებსა და მათ მეზობლებზე კი არ არის, არამედ ყველა ერს უხმობს.

**„რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა...

სრულად ნახვა