...როცა ესაია ადვილად დაემორჩილა, მაშინ ღმერთმა თქვა ის უბედურებები, რომლებიც იუდეველებს უნდა დასტეხოდათ. რა იყო ეს უბედურებები? ამბობს: „ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,“ (). „რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოიქცენ და განვკურნნე იგინი“ ()5. ვფიქრობ, ეს სიტყვები განმარტებასაც არ საჭიროებს, რადგან ისინი უკვე წინასწარ განმარტეს მათ, ვინც ეს ზედმიწევნით იცოდნენ: იოანემ, ძემ ქუხილისამ, და პავლემ, ძველისა და ახლის ზედმიწევნით მცოდნემ. პავლე რომში საჯაროდ მიმართავდა მათ, ვინც კი შეიკრიბნენ, მაგრამ შემდეგ განუდგნენ და ნათქვამის მოსმენა ვერ აიტანეს, და ამბობდა: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ“ (...
წინასწარმეტყველება ესაიასი 6:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...უელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი...
...ადა? ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებაჲ მისი, რამეთუ კუალად ესაია თქუა: დაუბრმეს თუალნი მათნი და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“. ; ; და იტყჳან მეტყუელნი იგი ამაოებისანი: უკუეთუ ამისთჳს ვერ ეძლო ჰურიათა რწმუნებად, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ ესაიაჲსი, უბრალო სამე არიანო ჰური ანი; რამეთუ არა იგინი იქმნეს მიზეზ ურწმუნოებისა, არამედ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ხოლო ესევითარნი ესე გულისსიტყუანი და ზრახვანი ფრიად შორს არიან ჭეშმარიტებისაგან და თესლნი არიან მტერისანი. რამეთუ არცა წინაჲსწარმეტყუელი მიზეზი ურწმუნოებისა მათისა არს, არცა ჰურიანი უბრალო არიან, არამედ აურაცხელად ბრალეულ და უსიტყუელად დასასჯელ. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი პირველვე ხედვიდა, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ ქმნად, და თქუა; ხოლო მათ ქმნეს რაჲ თჳსი იგი უკეთურებაჲ, გამოაჩინეს ჭეშმარიტად სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. არა თუ სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა ჰმონებდეს, არამედ თჳსთა მათ ბოროტთა ნებათა. აწ უკუე არა თუ წინაჲსწარმეტყუელი იყო მიზეზ საქმეთა მათ, არამედ მათნი იგი ბოროტნი ნებანი, და უფროჲსად ი...
...რს ამისა ესე ყოველი? და დაბრკოლდებოდეს მისთჳს“ (13, 54-57).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სამართლად უკუე პირველითგანვე თქუა ესაია ზემოწერილი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქა გული ერისაჲ მის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს“. აჰა ესერა ნათელი იგი მიუაჩრდილებელი წინაშე თუალთა მათთა ბრწყინვიდა, და ჴმაჲ იგი საწადელი ესმოდა, და საცნობელნი თჳსნი დაიყვნეს, არა თუმცა არა უწყოდეს დიდებულებაჲ საქმეთა მისთაჲ. ხოლო მათ დაუტევეს იგი ყოველივე და მამად საგონებელსა მას სახელ-სდებენ, ვითარმცა შეურაცხებაჲ რაჲმე მოატყუეს მას. რამეთუ შობისა მის უთესლოჲსა და საკჳრველისაჲ გულისჴმის-ყოფად არა ინებეს. ამისთჳს იოსებისგან და ძეთაგან მისთა ზრახვენ დაკნინებად მისა. უგუნურთა მათ და გულფიცხელთა ვითარ ესეცა ვერ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მოქმედთა საკჳრველებისათა და გან-თქუმულთა სიკეთითა თჳსითა ოდეს ავნო თჳსებამან შეურაცხთამან? და-ღაცათუ ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ მათი, დავით არა იესეს ძე იყოა, კაცისა უნდოჲსა და ქუეყანისმოქმედისაჲ? და ამოს წინაჲსწარმეტყუელი არა შვილი იყოა მწყემსისა თხათაჲსა? მოსეცა შჯულისმდებელი არავე დიდებულ-თა შვილი იყო. რაჲსათჳს უკუე სიგლახაკესა მას დედისასა შემოიღებენ...
...მეტყუელებაჲ ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ“, და შემდგომი ამისი.
ხოლო იხილე წინაჲსწარმეტყუელი იგი, ვითარ გამოწულილვით შეასმენს მათ. რამეთუ არცა მან თქუა, თუ: არა ხედვიდეთ ანუ არა გესმეს, არამედ: „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთო, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ“.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათ თავთა თჳსთა ავნეს და არა სხუამან ვინ ავნო, რამეთუ ესმა რაჲ, ყურნი დაიყვნეს, და იხილეს რაჲ, თუალნი დაიწუხნეს, გული განიზრქეს; ამისთჳსცა წარწყმდეს.
ხოლო იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ყვესო ესე, რაჲთა არა მოიქცენ, და განვკურნნე იგინი; და ამათ სიტყუათა მიერ გარდამატებულსა მას და დამტკიცებულსა უკეთურებასა მათსა მოასწავებს და სრულიადსა განდრეკილებასა; არამედ მოუწოდსვე მოქცევად და უჩუენებს, ვითარმედ უკუეთუ მოიქცენ, განჰკურნებს მათ: „ნუუკუე მოიქცენო, და განვკურნნე იგინი“. გამოაჩინებს, ვითარმედ ძალ-უც მოქცევაჲ, უკუეთუ ინებონ, და სინანულისა მიერ ცხორებაჲ, რამეთუ ღმერთსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ ყოველთავე ცხორებაჲ.
ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ საქმე იგი მათისა სიბრმისაჲ არა ბუნებითი იყო, არცა იძულებითი, ისმინე, რასა ეტყჳს მოწაფეთა მათ თჳსთა და მოციქულთა: