...და თუ იქ, სადაც წნელები და ფისი იყო, ალმა თავისი ბუნება დაივიწყა, რაღა გიკვირს, რომ ახლა, როცა ასეთი საკვირველი მოქმედება მოხდა, ამ ცეცხლმა განწმინდა და არ დაწვა? „და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ?“ (). ხედავ, რამდენი აღასრულა ხილვამ, რამდენი მოახდინა შიშმა? თუმცა მოსეს შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა: მართალია, სერაფიმები არ გამოჩენილან და არც თვითონ უფალი მჯდომარე საყდარზე, მაგრამ მაშინ წინასწარმეტყველს სხვა საკვირველი სანახაობა ეჩვენა, თანაც ისეთი, რომ გამოჩენილს ვერავინ გაუსწორებდა თვალს. რადგან ამბობს: „მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების“ (). მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: **„გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ,...
წინასწარმეტყველება ესაიასი 6:8
7. და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.8. და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.9. და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 6