მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 6:5

4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.6. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 6
5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

რატომ ახასიათებს წინასწარმეტყველი სხვა დროებს მეფეთა სიცოცხლით, ამ დროს კი მეფის სიკვდილით აღნიშნავს? მან ხომ არ თქვა: „იყო ოზიას დღეებში“, არც: „ოზიას მეფობისას“, არამედ თქვა: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე“ (). რატომ აკეთებს ამას? ეს არც უბრალოდ და არც შემთხვევითაა, არამედ წინასწარმეტყველი ჩვენთვის რაღაც დაფარულს მიანიშნებს. რა არის ეს? ეს ოზია მომხდარი წარმატებებით დამთვრალი და კეთილდღეობით გაამპარტავნებული იყო და საკუთარ ღირსებაზე მეტად იფიქრა. რადგან მეფე იყო, იფიქრა, რომ მღვდელმსახურებაც მას შეჰფეროდა; ტაძარში ძალად შეიჭრა,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...(). ასე აქებენ ქერუბიმნი. ამიტომ წინასწარმეტყველმაც, როცა ის საიდუმლო გალობა მოისმინა, თავი უბედურად შერაცხა და თქვა: „რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე“ (). ამიტომაც, როცა ქებათა აღვლენას გვიბრძანებს, ზემო ძალებით იწყებს და ასე ამბობს: „აქებდით უფალსა ცათაგან“ (), „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ (). ამიტომ საჭიროა, ანგელოზად იქცე და ასე აქო. მაშ, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ქება უბრალო რამ არის; არამედ ჩვენს პირზე ადრე ცხოვრებამ აახმოვანოს იგი და ენაზე ადრე ცხოვრების წესმა იღაღადოს. ასე მდუმარენიც შევძლებთ ღვთის საგალობლით ქებას; ასე მეტყველნიც ცხოვრების თანხმოვან გალობას შევასრულებთ.

მაგრამ ფსალმუნიდან მხოლოდ ამას კი არ ვხედავთ, არამედ იმასაც, რომ იგი ყველას თანხმობისკენ მიჰყავს და მთელ გუნდს აყენებს. რადგან ერთსა და ორს კი არ ესაუბრება, არამედ მთელ ერს. და როგორც ქრი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“, რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა არიან მთავარანგელოზნი, და წმიდა არიან ქერობინნი და სერაბინნი, არამედ სიწმიდისა მათისა განყოფილებაჲ არს ჩუენისა მომართ სიწმიდისა. და კუალად უზეშთაესისა მის შესაძლებელ იყო, რაჲთამცა სხჳთაცა საქმითა გამოძიებად ვიწყეთ, არამედ რაჲთა არა განგრძელდეს სიტყუაჲ ჩემი, ამისთჳს თქუენ დაგიტეო მრავალი იგი, რაჲთა თავით თქუენით გამოეძიებდეთ განყოფილებასა სხუათა მათ საქმეთასა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „მიზეზ-ეც ბრძენსა, და უბრძნეს იყოს“.

მე მიცემიეს მიზეზი, ხოლო თქუენ ყავთ აღსასრული კეთილისაჲ, და ჩუენდა კეთილ არს, რაჲთა ნაკლულევანსა მას ზედა მივიდეთ; რამეთუ თქუა რაჲ მახარებელმან, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ“, მეყსეულად შესძინა, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ:

...წმიდათა, ოდეს მიიწინეს სიმაღლედ სათნოებისა, მაშინ უფროჲსად დააკნინეს თავნი მათნი. და აბრაჰამ „მიწა და ნაცარ“ უწოდა თავსა თჳსსა, ხოლო დავით - „მატლ და არა კაც“; და ესაია იხილა რაჲ უფალი, ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“ და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“, ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თავთა თჳსთა, ვითარ შემსჭუალვაჲ სოფლისა საქმეთა, და არარაჲ ესრეთ შეგუამსჭუალავს სოფლისა საქმეთა, ვითარ უცნაურობაჲ თავისა თჳსისაჲ. ხოლო რომელმან უგულებელს-ყვნეს სოფლისა საქმენი, მან თავიცა თჳსი იცნას და სხ...

სრულად ნახვა