მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 6:4

3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 6
4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

რატომ ახასიათებს წინასწარმეტყველი სხვა დროებს მეფეთა სიცოცხლით, ამ დროს კი მეფის სიკვდილით აღნიშნავს? მან ხომ არ თქვა: „იყო ოზიას დღეებში“, არც: „ოზიას მეფობისას“, არამედ თქვა: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე“ (). რატომ აკეთებს ამას? ეს არც უბრალოდ და არც შემთხვევითაა, არამედ წინასწარმეტყველი ჩვენთვის რაღაც დაფარულს მიანიშნებს. რა არის ეს? ეს ოზია მომხდარი წარმატებებით დამთვრალი და კეთილდღეობით გაამპარტავნებული იყო და საკუთარ ღირსებაზე მეტად იფიქრა. რადგან მეფე იყო, იფიქრა, რომ მღვდელმსახურებაც მას შეჰფეროდა; ტაძარში ძალად შეიჭრა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ“ (21,17).:

...ჩჩჳლთაჲ და ხედვიდეს დიდებულებასა მას სასწაულთასა, და ნეფსით ყურნი დაიყვნეს და თუალნი დაიწუხნეს, რაჲთა არა ესმოდის, არცა ხედვიდენ, არცა გულისჴმა-ყონ ცხორებაჲ თჳსი, ამისთჳს დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით.

ხოლო იგი რაჲ განვიდა, აღესრულა მათ ზედა სიტყუაჲ იგი ესაიაჲსი, ვითარმედ: „აღივსო სახლი მათი კუამლითა“. სახლად იტყოდა შესაკრებელსა მათსა. ესე იგი არს, ბნელსა შინა უკუნსა დაშთეს, რამეთუ კუამლი სახე არს რისხვისაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „აჴდა კუამლი რისხვასა მისსა“.

და სადა განვიდა? ბეთანიას, რომელი გულისჴმა-იყოფების თარგმანებით სახლ მორჩილებისა. რამეთუ დაბრმდეს რაჲ ჰურიანი გონებითა და არა ინებეს შეწყნარებად ცხორებისა მათისა, დაუტევნა იგინი და განვიდა ბეთანიად, რომელ არს სახლი მორჩილებისაჲ, რომელ არიან წარმართნი, რამეთუ მათი სახე იყო მაშინ ბეთანიად განსლვაჲ; და ნანდჳლვე გარეგან ქალაქისა მის საღმრთოჲსა ვიყვენით ჩუენ წარმართნი, არღა ქმნილ ვიყვენით მოქალაქე ახლისა მის იერუსალჱმისა.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა ჩუენდა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, და შევიწყნარეთ ქადაგებაჲ მისი, მორჩილებით ვიქმნენით ჭეშმარიტად იერუსალჱმელ და შვილ აბრაჰამისა და გონება, მხილველ ღმრთისა, და მიერითგან განცჳვეს ჰურიანი დ...

სრულად ნახვა