მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 6:3

2. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 6
3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

ძლივსღა, ბოლოს და ბოლოს, გადავცურეთ ოზიას ამბის ზღვა; ძლივს გადავცურეთ არა გზის სიგრძის გამო, არამედ თქვენი, ჩვენთან ერთად მცურავთა, სწავლისმოყვარეობის გამო. ასევე მესაჭეც, როცა გულმოდგინე მგზავრები ჰყავს და ისინი მშვენიერი ქალაქების ნახვას ნატრობენ, გზას ერთ დღეში არ ასრულებს, თუნდაც მანძილი ერთი დღის სავალი იყოს; მეტ ხანს დაყოვნება უხდება: ყოველ ნავსადგურში ხომალდს აყენებს, ყოველ ქალაქში გადასვლის ნებას აძლევს, რათა თანამგზავრთა სურვილს რაღაცით ასიამოვნოს. ეს ჩვენც ასე მოვიმოქმედეთ: არა კუნძულებს შემოვუარეთ, არც ნავსაყუდლები, ნავსადგურები და ქალაქები გიჩვენეთ, არამედ გაჩვენეთ კაცები, რომლებმაც სათნოება აღასრულეს, და კაცები, რომლებიც უდებებაში დაეცნენ; მეფეთა უსირცხვილობა და მღვდელთა კადნიერება; ღმერთის რისხვა და კაცთმოყვარეობა — ორივე...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

მოდი, დღეს ოზიას შესახებ მოთხრობებს დასასრული მივცეთ და ჩვენს სიტყვას უკვე სახურავი დავადგათ, რათა ჩვენც დასაცინად არ ვიქცეთ, როგორც ის კაცი, რომელმაც სახარებაში კოშკის აშენება დაიწყო, მაგრამ ვერ შეძლო; ნურც აქ დამსწრეთაგან ვინმემ თქვას ჩვენზე: „ამ კაცმა შენება დაიწყო, მაგრამ ვერ შეძლო“ ()1. ხოლო რათა ნათქვამი თქვენთვის უფრო ცხადი გახდეს, წინა ნათქვამთაგან მცირედი გავიხსენოთ, რომ ჩვენი სიტყვა სულიერ თეატრში უთავოდ არ შემოვიდეს, არამედ თავისი სახე დაიბრუნოს და მაყურებელთათვის საცნობი გახდეს. რადგან იგივე ამბები მათთვის, ვისაც მოსმენილი აქვს, შეხსენება იქნება, ხოლო მათთვის, ვისაც არ მოუსმენია,...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

დღეს ჩვენთვის კრებული ბრწყინვალე გახდა და შეკრებაც ნათელია. მაშ, რა არის ამის მიზეზი? დღევანდელი მკა გუშინდელი თესლის ნაყოფია. გუშინ დავრგეთ და დღეს მოსავალს ვკრეფთ. რადგან უსულო მიწას კი არ ვამუშავებთ, რომ ნაყოფი დაყოვნდეს, არამედ გონიერ სულებს. აქ ის ბუნება კი არ არის, რომელიც აყოვნებს, არამედ მადლი, რომელიც აჩქარებს. ხალხი ჩვენთან წესრიგიანია, ერი კი სიტყვის მოსმენის მოყვარული. გუშინ მოწვეულ იქნენ, დღეს კი გვირგვინით იმკობიან. დღევანდელი მორჩილება გუშინდელი შეგონების ნაყოფია. <span...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

კურთხეულ არს ღმერთი: ჩვენს თაობაშიც აღმოცენდნენ მოწამენი, და ჩვენც ღირსნი გავხდით გვენახა ადამიანები, რომლებიც ქრისტესთვის იკვლებოდნენ, წმინდა სისხლს აწვეთებდნენ, მთელ ეკლესიას რწყავდნენ; სისხლს აწვეთებდნენ, რომელიც ეშმაკთათვის საშინელია, ანგელოზთათვის სასურველი, ჩვენთვის კი მაცხოვნებელი. ღირსნი გავხდით გვენახა ადამიანები, რომლებიც ღვთისმოსაობისთვის იბრძოდნენ და გვირგვინით იმკობოდნენ. მაგრამ მხოლოდ ნახვის ღირსნი კი არ გავხდით, არამედ თვით ამ მოღვაწეთა სხეულების მიღებისაც; და გვირგვინოსნები ახლა ჩვენთან გვყავს. მაგრამ მოწამეებზე სიტყვა ახლა მოწამეთა მოშურნეს, საერთო მოძღვარს დავუტოვოთ; ჩვენ კი ახლა ოზიას შესახებ გეტყვით, ძველ ვალს გადავიხდით და მოსმენის ხანგრძლივი სამშობიარო ტკივილებისგან...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

ვხარობ, როცა გხედავთ, როგორ მოისწრაფით საღმრთო სიტყვების მოსასმენად, და ამას თქვენი ღმრთისმიერი წინსვლის უდიდეს ნიშნად მივიჩნევ. რადგან როგორც შიმშილი სხეულის კეთილი მდგომარეობის ნიშანია, ასევე სიტყვების სიყვარული სულის სიჯანსაღის ნიშანია. ამიტომ ერთი მხრივ ვხარობ, მაგრამ მეშინია, ამ სურვილის ღირსი ვერაფერი შემოგთავაზოთ. ასევე იტანჯება მოსიყვარულე დედაც, როცა ძუძუსთან ჩვილი ჰყავს, მაგრამ რძის წყაროებს უხვად ვერ აძლევს მას; და, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუში რძე აკლია, მაინც აწვდის მას. ჩვილი კი იღებს, ექაჩება და ჭიმავს, პირით გათოშილ ძუძუსთავს ათბობს და იმაზე მეტ საზრდოს გამოიხმობს, ვიდრე იქ არის. დედას სტკივა, როცა მკერდი ეჭიმება, მაგრამ ბავშვს არ იშორებს, რადგან დედაა და ყველაფრის დათმენას უფრო...

სრულად ნახვა
„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

ვხედავ, რომ დიდ გულმოდგინებას იჩენთ, რათა წინათ ჩვენ მიერ ნათქვამი საქმით აღასრულოთ. ამიტომ მეც უყოყმანოდ ვთესავ სწავლების თესლებს და აქედან კეთილი სასოებებით ვსაზრდოობ. რადგან მიწისმოქმედიც, როცა შრომით ჩაყრის თესლებს, შემდეგ კი იხილავს ნაყოფიერ მიწას და თავთავით შემოსილ ყანებს, წინანდელი ჯაფა ავიწყდება და მოსალოდნელი სარგებელი მას მომდევნო შრომისა და მოვლისკენ აღძრავს. თუმცა რამდენად უფრო ნაყოფიერი და მომგებიანია ეს მიწათმოქმედება? ის მიწათმოქმედება გრძნობადი ნაყოფის სიუხვეს მოიპოვებს და სხეულებში საზრდოს დებს; ეს კი სიტყვათა სწავლებას თესავს და სულიწმინდის ნიჭებს ამრავლებს, სულში აგროვებს სიმდიდრეს, ამოუწურავ და შეურყვნელ საზრდოს, რომელიც ბუნებრივი წესით არც...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“ ().

1.

რატომ ახასიათებს წინასწარმეტყველი სხვა დროებს მეფეთა სიცოცხლით, ამ დროს კი მეფის სიკვდილით აღნიშნავს? მან ხომ არ თქვა: „იყო ოზიას დღეებში“, არც: „ოზიას მეფობისას“, არამედ თქვა: „და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე“ (). რატომ აკეთებს ამას? ეს არც უბრალოდ და არც შემთხვევითაა, არამედ წინასწარმეტყველი ჩვენთვის რაღაც დაფარულს მიანიშნებს. რა არის ეს? ეს ოზია მომხდარი წარმატებებით დამთვრალი და კეთილდღეობით გაამპარტავნებული იყო და საკუთარ ღირსებაზე მეტად იფიქრა. რადგან მეფე იყო, იფიქრა, რომ მღვდელმსახურებაც მას შეჰფეროდა; ტაძარში ძალად შეიჭრა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...მეს მისთჳს, გარნა ესე, ვითარმედ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“.

და უკუეთუ ქერობინთაგან ანუ სერაბინთა ინებო ცნობად, კუალად წმიდა არსისა იგი საიდუმლოჲ გესმეს, ვითარმედ: „სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“, და უკუეთუ უზეშთაესთარე ძალთა ჰკითხო, ყოველთა მიერ ქებაჲ ოდენ გესმეს მისი, რამეთუ იგი არს საქმე მათი. ხოლო ხილვად მისა ვერ ძალ-უც, გარნა ძჱ და სული წმიდაჲ ჰხედვენ მას, რამეთუ ყოველმანვე ბუნებამან დაბადებულთამან ვერ უძლოს ხილვად დაუბადებელისა მის; რამეთუ უკუეთუ უჴორცოთა ბუნებასა, რომელნი დაბადებულნივე არიან, ვერ შემძლებელ ვართ ხილვად განცხადებულად, და ესე მრავალგზის გამოჩინებულ არს ანგელოზთა მიერ, მაშა უჴორცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).:

...იდიდებოდის, ვითარცა ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ ბრწყინევდინ ნა-თელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ სერაბინნი ადიდებდენ მარადის ღმერთსა და ესრეთ იტყჳან: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს“.

აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდა იყავნ სახელი შენი“ ესე არს: იდიდენ სახელი შენი ჩუენ მიერ, ღირს-გუყვენ ესევითარისა სათნოებისა და სიწმიდით ცხორებისა მოგებად, რაჲთა ყოველნი, რომელნი გუხედვიდენ, ჩუენ მიერ ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, რამეთუ უძლურ არს ბუნებაჲ ჩუენი და ვერ შემძლებელ კეთილისა რაჲსმე თავით თჳსით აღსრულებად, არამედ შენ მიერ უჴმს შეწევნაჲ.

ხოლო ვინაჲთგან თავი ყოველთა კეთილთაჲ ესე არს და სრულებაჲ ჭეშმარიტი, რაჲთა ესევითარი ცხორებაჲ ვაჩუენოთ, ვიდრეღა ყოველნი ჩუენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდენ შენ, და არა მოიწიოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ვაჲ არს მათდა, რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“, ; არამედ უფროჲსად ჩუენ მიერ იქებოდის და იდიდებოდის სახელი შენი; ამას ვითხოვთ შენგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...ილისაჲ, რაჲთა წესი იგი, რომელი საქმეთა მიერ დამტკიცნებინ, სახელად უწოდის, ვითარცა აწ ესე არს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“, ამას მოასწავებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: იხილონ ღმერთი კაცთა თანა. რამეთუ მარადის იყო იგი კაცთა თანა, და „სავსე არს ცაჲ და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“; არამედ ესრეთ, ვითარ აწ იქმნა, არღასადა ყოფილ იყო, რაჲთამცა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და იქცეოდა ქუეყანასა ზედა. ამისთჳს თქუა: „უწოდიან სახელი მისი“, ესე იგი არს, ხედვიდენ ყოველნი ღმერთსა კაცთა თანა. ამას ზედა უკუეთუ ჯერეთ მედგრობდენ ჰურიანი და არა შეიწყნარებდენ სიტყუასა ამას, ვჰკითხოთ მათ, ვითარ იტყჳს იგივე წინაწარმეტყუელი: „და მრქუა მე უფალმან: უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. ოდეს ეწოდა მას ესე სახელი? ნუ იყოფინ! არამედ ვინაჲთგან იშვა რაჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“....

სრულად ნახვა