...ის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა. და მერმეცა მას ზედა არს ათეული“** (). „და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა“ (). „ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა“ (). როცა ის წინასწარმეტყველება დაასრულა, სიტყვა კვლავ ისტორიაზე გადაჰყავს: წინასწარ აცხადებს ათი ტომის დაპყრობას, აგრეთვე იმ სულგრძელებას, რომელიც იმ ტყვეობის გამო ორი ტომის მიმართ იქნა გამოვლენილი; შემდეგ კი თვით ამ ორი ტომის გადასახლებასაც, რადგან მათ სულგრძელება არაფერში გამოიყენეს, როგორც საჭირო იყო; და ბოლოს, იმ კეთილდღეობასაც, რომელიც ნაშთისგან კვლავ აენთებათ.
როდესაც ამბობს: „ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა“ (), ათი ტომის ტყვეობას მიანიშნებს. რადგან ისინი ყველანი ერთიანად გაქრნენ: დიდი ძალადობით ყველა მოიტაცეს...