...წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“** (); მეორე კი, დაპყრობისა და იუდეველთა სასჯელების შესახებ, წინასწარმეტყველს დაუტოვეს, რათა აქედანაც შეიტყო ეკლესიის უპირატესობა. „და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო?“ (). ხედავ, რომ ამაოდ და შემთხვევით არ შეგვიფასებია წინასწარმეტყველის მორჩილება, რომელიც დიდი გულმოდგინებით აღსრულდა? რადგან მან იმის საპირისპირო მოისმინა, რასაც ელოდა, კერძოდ, უდაბურება და სრული დაღუპვა, ამიტომ ის მაინც ითხოვს, სასჯელის ზომა შეიტყოს; რადგან ვერ ბედავდა, ისინი მთელი რისხვისგან გამოეტაცა, ვინაიდან ღმერთმა წინასწარ აჩვენა, რომ ისინი მიუტევებლად სცოდავდნენ. რადგან მათი კადნიერი საქმეები არც წამიერი გატაცებისგან იყო და არც შევიწროებული განზრახვისგან, არამედ სულისგან, რომელმაც ურჩობა თავის საქმედ აქცია, და ჯიუტი გონებისგან, რომელიც, თითქოს საგანგებო წვრთნითა და მონდომებით, ღვთის მიერ ნაბრძანებს ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამას მიანიშნებდა, როცა ამბობდა: **„ნუუკუე იხილონ თვ...
წინასწარმეტყველება ესაიასი 6:11
10. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.11. და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.12. და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 6