...ს გულისჴმის-ყოფად. ძაღლნი არიან ურცხჳნონი გულითა და არა იციან მოძღურებაჲ და არიან ყოველნი უკე-თურ. ანუ არა თქუენ ხართა, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხეთა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა? ესე არს ნაწილი თქუენი, ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. ვაჲ სულისა თქუენისა, რამეთუ იზრახეთ ზრახვაჲ ბოროტი!“ ; (56,10-11)
ეტყოდენ კუალად იერემიაცა თჳსითა მით ღაღადებითა: „ორი ბოროტი ქმნა ერმან ამან: მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოელისაჲ, და აღმოთხარეს თავისა მათისა ჯურღმული ჴურელოვანი, რომლითა ვერ უძლონ დაპყრობად წყალი. ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველთა ტომთა სახლისა ისრაჱლისათა: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ, რამეთუ განდგეს იგინი ჩემგან შორად? მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი? და მეცნიერთა მათ შჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე, და მწყემსნი უღმრთოებდეს ჩემდამო; რამეთუ დასაბამითგან შეურიე უღელი შენი და განხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ მივიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ყოველსა ხესა მაღალსა, მუნ განვსცთე სიძვითა ჩემითა. შეაგინე ქუეყანაჲ იგი სისხლითა და უკეთურებითა შენითა, და გესხნეს შენ მწყემს მრავალ საცთურად შენდა. პირი, ვითარცა როსპიკისაჲ, გექმნა შენ, ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“,...