წინასწარმეტყველება ესაიასი 56:6
5. მივსცე მათ სახლსა შორის ჩემსა და ზღუდესა შინა ჩემსა ადგილი სახელოანი, უმჯობესი ძეთა და ასულთასა, და სახელი საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა მოაკლდეს,6. და უცხონათესავნი, შეახლებულნი უფალსა, მსახურებად მისსა და შეყვარებად სახელი უფლისაჲ, ყოფად მისსა მონებად და მჴევლებად და ყოველნი დამმარხველნი შაბათთა ჩემთანი არშეგინებად და შემწყნარებელნი აღთქმისა ჩემისანი.7. შევიყუანნე იგინი მთად წმიდად ჩემდა და ვახარო მათ სახლსა შინა ლოცვისა ჩემისასა, ყოვლად დასაწუელნი მათნი და მსხუერპლნი მათნი იყუნენ მითუალულ მსხუერპლისსაცავსა ზედა ჩემსა, რამეთუ სახლი ჩემი სახლ ლოცვის იწოდოს ყოველთათჳს წარმართთა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 56