მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 55:9

8. რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქუენნი, არცა ვითარცა გზანი თქუენნი, გზანი ჩუენნი, - იტყჳს უფალი,9. არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.10. რამეთუ ვითარ-იგი უკუეთუ გარდამოვიდეს წჳმაჲ ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამომორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 55
9. არამედ ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...რომელი სიტყვით? კაცთმოყვარეობის სიტყვით. რადგან თვითონვეა ის, ვინც ამბობს: „ვითარცა განშორებულ არს ცაჲ ქუეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზაჲ ჩემი გზათაგან თქუენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა“ (). და კვლავ: „რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა“ (). და კვლავ: „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი“ (). ესე იგი: არა მხოლოდ მართალმოქმედნი ვიხსენი, არამედ შემცოდეთაც შევიწყალე და თვით შენს შეცოდებათა შორისაც ჩემი შეწევნა და მზრუნველობა ვაჩვენე. სხვა ამბობს: „რათა საშიში იყო, უფალს ველოდი“. ვისთვის საშიში? მტრებისთვის, შეთქმულთათვის, ჩემდამი მტრულად განწყობილთათვის....

სრულად ნახვა