...ნეს იგინი“** (). ხოლო ესაიამ, როცა თქვა: „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა“ (), შემდეგ დაურთო: „და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ“ (); და კვლავ სხვაგან, ვენახზე საუბრისას: „ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება“ (). მაგრამ რომელ ღაღადებას? „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“ ()
და დასძენს: „მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ“ (); და „ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ“ (). მაშ, ამის გამო კი არ გაიფანტეთ, არამედ ჯვარზე ჩადენილ კადნიერ საქმეთა გამო; და ეს წინასწარმეტყველთაგან ცხადია. და რათა ქრისტეს ძალი შეიცნოთ, და რათა საკუთარი გამოცდილე...