მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 53:8

7. და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.8. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.9. და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 53
8. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს (15,3-4).:

...გი იწუებოდა რაჲ და არა დაიწუებოდა, წინა-მოასწავებდა, ვითარ უფალი დაიფლვოდა და არა განიხრწნებოდა; და ვითარ-იგი საჭმელი, დანიელის მიერ მიცემული, იქმნა განმხეთქელ ვეშაპისა, ეგრეთვე უფალმან განხეთქა შთამნთქმელი მისი ჯოჯოხეთი. ხოლო უკუეთუ სიტყჳთ გნებავს, გესმოდენ ესაიაჲსი, ვითარმედ: "აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი" (), და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებათაგან და ჩუენებად მისსა ნათელი; და დავითისგან — "არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (). ესრეთ უკუე მოციქული ზოგად ორთა წვალებათა წინა-აღუდგების სიკუდილითა უკუე და დაფლვითა — საოცარ მყოფელთა განგებულებისათა, და აღდგომითა — ურწმუნო-ქმნილთა გუამთა აღდგომისათა, რამეთუ აღდგომაჲ უფლისაჲ პირმშოჲ და დამამტკიცებელი არს ყოფადისა მის გუამთა აღდგომისაჲ, და ორივე ესე დაუმტკიცებიეს წამებითა წმიდათა წერილთაჲთა.

მოციქულისაჲ: და რამეთუ ეჩუენა კეფას (15,5).

თარგმანი: დაღაცათუ სახარებაჲ მარიამის ჩუენებასა იტყჳს პირველ, არამედ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მამათათჳს არს, რომელთაგანსა პირველად პეტრეს ეჩუენა, ვითარცა თავსა მოწაფეთა კრებულისასა.

მოციქულისაჲ: და მერმე ათორმეტთა მათ (15,5).

თარგმანი: საძიებელ არს, თუ ვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ითხრობ, რამეთუ გამოუთარგმანებელ არს და მიუწთომელ, და ესე პირველ ჩემსა ესაია წინაწარმეტყუელმან გაუწყა, რამეთუ ქადაგებდა რაჲ წინაჲსწარ ვნებასა მისსა და დიდსა მას კაცთა მიმართ წყალობასა, განკჳრვებულ იყო, თუ რაბამისა დიდებისაგან რაბამსა სიმდაბლესა მოვიდა. ამისთჳს ღაღატ-ყო და თქუა: „თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას?“ აწ უკუე არა დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი, არამედ მეორისა, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, რომლისა მრავალნი არიან მოწამე, და მისთჳსცა ძალისაებრ ჩემისა მიგითხრა, რავდენ-იგი უძლე მო-ღებად მადლსა მას სულისა წმიდისასა, რომელმან მომცა სიტყუაჲ თქუმად, რაოდენ ეტევის ბუნებასა კაცობრივსა, რამეთუ ამის ქალწულისაგან შობისაცა განცხადებულად და განმარტებით თხრობაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ საკჳრველ არს ესეცა და მიუწთომელ. ნუუკუე მცირედ გიჩნს ამის შობისათჳს სმენად? არამედ გულისჴმა-ყავ და შეძრწუნდი, გესმას რაჲ, ვი-თარმედ ღმერთი მოვიდა ქუეყანად, რამეთუ ესოდენ განსაკჳრვებელ იყო და დიდებულ, რომელ ანგელოზთა განწყობილნი კაცთა წყალობისათჳს ერთბამად დიდებისმეტყუელებასა შესწირვიდეს, და წინაწარმეტყუელნი განკჳრვებულნი პირველვე იტყოდეს, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“; და...

სრულად ნახვა