...მედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ: „მე ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ ვარ, და მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგან არს“, და ამას ყოველსა ზედა კუალად ჰურიათაჲ ჰრწმენა, რადღამცა მიუგო მას? და რამეთუ უჴმდა, რაჲთამცა კეთილად გამოიძია, თუ ოდეს გამოაჩინა მან მძლავრებაჲ კეისარსა ზედა, და არა გამოიძია ჭეშმარიტებით, ამის...
წინასწარმეტყველება ესაიასი 53:7
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“, ; და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“ და აჩუენებს ერთბამად სიკუდილსა ვნებისათჳს და აღდგომისა. არამედ ესენი ჰგონებდეს, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა ქრისტე არს, და ესრეთ აღიარეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე უკუნისამდე ჰგიეს. და იხილე უკეთურებაჲ მათი, რამეთუ არა თქუეს, თუ: გუასმიეს, ვითარმედ ქრისტეს არაჲ ევნოს, არამედ: „უკუნისამდე ეგოს“, არამედ ვნებაჲ უკუდავებისა დამახრწეველ არა იქმნებოდა. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა გულისხმა-ჰყოფდეს და ნეფსით ზაკუვიდეს. რამეთუ ესმა მისგან, ვითარმედ: „ჯერ...
...დ: უკუეთუ დიდებასა მას მისსა მოასწავებდა, რომელი სოფელსა შინა განთქუმად იყო, ვითარ იტყჳს, ვითარცა გარდასრულსა? გარნა ესრეთ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესე ჩუეულებაჲ არს წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რამეთუ ესაიაცა რაჟამს ვნებისა მისისათჳს იტყოდა, არაქმნილსა მას ვი-თარცა ქმნილსა ღაღადებდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარაო“, ; და არა თქუა, თუ მიიგუაროსო. და დავით არა თქუა, ვითარმედ: განჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი, არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს
გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს ა...
...რაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰნებავს მათ სმენაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
და ამას პირველვე ღაღადებდა ესაია და იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო; და თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რავდენსა-ესე შეგწამებენ შენ? და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად“ (27,13-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად საკჳრველებისა დიდისა ღირს იყო საქმე იგი, ესოდენი იგი სულგრძელებაჲ და სიმშჳდე სახიერისაჲ მის, და ვითარ არარას მიუგებდა, რომელსა ბევრეულნი აქუნდეს სიტყუანი გამომაჩინებელნი ჭეშმარიტებისანი და მამხილებელნი მათისა მის შურისანი. არამედ იხილნა, ვითარმედ სრულიად სასოწარკუეთილ იყვნეს, და ნეფსით თუალნი დაეწუხნეს და ყურნი დაეყვნეს, და არცა ამისაგან შეიგონეს, რომელ ვერცა ერთი ბრალი პოეს მის ზედა, არცა, იხილეს რაჲ იუდა მომშთვარი, შეიკდიმეს, არცა, ხედვიდეს რაჲ პილატეს, ვითარ ჴელნი დაიბანნა და თქუა: „უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა; თქუენ იხილეთ“, შე-შინდეს. ესრეთ მიეცნეს მათ თავ...
...სა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს, ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთჳსცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი.
„ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“, იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, რომელ-ესე ჯუარ-ცუმასა მოასწავებს. რაჲ არს უკუე უმეტეს ამისა სახე წყალობისაჲ, რამეთუ ჩუენთჳს, ვითარცა ცხოარი, კლვად მიიგუარა ჯუარსა ზედა. ამისთჳს გამოვსახავთ სახესა მას ჯუარისასა ჩუენ ზედა, რაჲთა, გამოვსახვიდეთ რაჲ, მოვიჴსენოთ ცხოელსმყოფელი იგი ვნებაჲ, რომელი ჩუენთჳს ჴორცითა თავს-იდვა უფალმან.
აწ უკუე, გამოჰსახვიდე რაჲ, კაცო, სახესა ჯუარისასა პირსა შენსა, მოიჴსენე ყოველივე იგი საქმე ჯუარ-ცუმისაჲ და მოსპე შენგან გულისწყრომაჲ და ყოველნივე ვნებანი, განათავისუფლე სული შენი მონებისაგან ცოდვათაჲსა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ, და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა.
ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს, აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: „სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა“.
...რაჲთამცა უმეტესი იგი ყოველთაჲ უმეცარ იყო? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს და ქადაგებდეს ვნებისა მისისათჳს. ისმინე ესაიაჲსი: „ვითარცა ცხოარი კლვად მიიგუარაო, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო“. და არა ჯუარ-ცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მის თანა დამოკიდებულ-თათჳსცა მოასწავა და თქუა, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“; და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.