მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 53:12

11. ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს.12. ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 53
12. ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).:

...ათ. 27,38); ; ; რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. ; და ენება ეშმაკსა, რაჲთამცა ამით საქმითა დაფარა საქმჱ იგი, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯუარსეცუნეს სამნი, ხოლო გამობრწყინდა მხოლოჲ იესუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მისმან ძალმან ქმნა ყოველივე; რამეთუ რაჟამს სამნივე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ, და ზრახვაჲ მისი ბოროტი თავსავე მისსა მიექცა, რამეთუ არა თუ ოდენ ვერ ავნო დიდებასა მას უფლისასა, არამედ უფროჲსად, რამეთუ მოიქცა ერთი იგი და ცხოვნდა, და ეშმაკი წარწყმდა, რამეთუ არა უდარჱს იყო კლდეთა განპებასა ავაზაკისა ჯუარსა ზედა მოქცევაჲ და სამოთხედ შეყვანებაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთად, რაჲთამცა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...უ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა. და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს“.

გამოვიძიოთ, ამათცა სიტყუათა ძალი ვითარ-ძი არს. რამეთუ არა თუ ქრისტემან წინააღმდგომი თჳსთა მცნებათაჲ განაწესა; რამეთუ პირველ ეთქუა: „ნუ მოიღებთ... ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა“, და შემდგომი ამისი, და აწ იტყჳს: „რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი“. არამედ ჯეროვნად იტყოდა, ყოველსავე თჳსსა ჟამსა.

რამეთუ დაწყებასა მას ქადაგებისასა, ვიდრეღა იგი თავადი სოფელსა შინა იქცეოდა, და წარავლინნა იგინი ქადაგებად ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...რაო, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო“. და არა ჯუარ-ცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მის თანა დამოკიდებულ-თათჳსცა მოასწავა და თქუა, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს“; და კუალად ჯუარ-ცუმისათჳს და სიცბილისათჳს მჴედართაჲსა თქუა: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილს-იგდებდეს“. და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვინაჲთგან უკუე წინაჲსწარმეტყუელნი პირველ ესოდენთა წელთა ყოველსავე ესრეთ უცთომელად ქადაგებდეს, უმეტესისა ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა ვითარ ვინ უძლოს თქუმად, თუ უმეც...

სრულად ნახვა