მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 53:1

1. უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?2. მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 53
1. უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...ოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...რწმენა სასმენე ლი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებაჲ მისი, რამეთუ კუალად ესაია თქუა: დაუბრმეს თუალნი მათნი და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“. ; ; და იტყჳან მეტყუელნი იგი ამაოებისანი: უკუეთუ ამისთჳს ვერ ეძლო ჰურიათა რწმუნებად, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ ესაიაჲსი, უბრალო სამე არიანო ჰური ანი; რამეთუ არა იგინი იქმნეს მიზეზ ურწმუნოებისა, არამედ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ხოლო ესევითარნი ესე გულისსიტყუანი და ზრახვანი ფრიად შორს არიან ჭეშმარიტებისაგან და თესლნი არიან მტერისანი. რამეთუ არცა წინაჲსწარმეტყუელი მიზეზი ურწმუნოებისა მათისა არს, არცა ჰურიანი უბრალო არიან, არამედ აურაცხელად ბრალეულ და უსიტყუელად დასასჯელ. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი პირველვე ხედვიდა, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ ქმნად, და თქუა; ხოლო მათ ქმნეს რაჲ თჳსი იგი უკეთურებაჲ, გამოაჩინეს ჭეშმარიტად სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. არა თუ სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა ჰმონებდეს, არამედ თჳსთა მათ ბოროტთა ნებათა. აწ უკუე არა თუ წინაჲსწარმეტყუელი იყო მიზეზ საქმე...

სრულად ნახვა