...ს არ უგდებდა, ამიტომ ასე თქვა და ამით ყველას აჩვენა, რომ ღმერთისგან ნათქვამთათვის რწმენაა საჭირო. სხვებიც, მაშ, მათ სხვაგვარადაც ელაპარაკებიან; მაგალითად, ესაია ასე ამბობს: „მიხედენით მყარისა მიმართ კლდისა, რომელი გამოჰკუეთეთ და მთხრებლად მღჳმესა, რომელი აღმოჰჴნარცუეთ.“ (). და კვლავ: „მიხედენით აბრაჰამის მიმართ, მამისა თქუენისა, და სარრა მლმობელისა თქუენისა, რამეთუ ერთი იყო და უწოდე მას, და ვაკურთხე იგი, და შევიყვარე იგი და განვამრავლე იგი.“ ().
რასაც იგი ამბობს, ამგვარია: განა ბარბაროსი არ იყო აბრაამი? განა უშვილო და ასაკით წინ წასული არ იყო? განა ისეთი ცოლი არ ჰყავდა, რომელიც ასაკის გამოც და ბუნების გამოც შვილის შობისთვის უვარგისი იყო? განა მისი საქმე ყოველმხრივ უიმედოდ არ ჩანდა? მერე რა მოხდა? განა იმ ერთისგან, უშვილოსგან, მოხუცებულისგან მთელი ქვეყნიერება არ ავავსე?...