მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 50:6

5. და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.6. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.7. და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 50
6. ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:19-26 — პილატეს ცოლის ჩვენება, ბარაბას გათავისუფლება და განაჩენი:

...იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყველება: ბჭენი ჩემნი მე მივეც წყლულებად ().

27:27-32 — შეურაცხყოფა და ჯვარის გზა

27-30. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, რო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ს უმეტესისა უმადლოებისა და უშჯულოებისა ადგილი, რომელიმცა არა ექმნა.

და ამას ყოველსა წინაჲთვე ესაია მოასწავებდა და იტყოდა შეურაცხებასა მას, რომელი შეემთხუეოდა უფალსა ჰურიათაგან მედგართა და მზაკუვართა: „ზურგი ჩემი მივეც გუემად და ღაწუნი ჩემნი ყურიმლის-ცემად და პირი ჩემი არა გარემივიქციე სირცხჳლისაგან ნერწყჳსა“.

და კუალად იტყჳს: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ, არცა სიკე-თე, არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო და დაკლებულ უფროჲს ძეთა კაცთაჲსა. იგინა და არა შეირაცხა. ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნა და სნეულებანი ჩუენნი თავს-ისხნა, იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს“, და შემდგომი ამისი.

რამეთუ ესე ყოველი უყვეს უფალსა ჩემსა ჰურიათა და სხუაჲ უმრავლესი, სცემდეს და ეკიცხევდეს, ვითარმედ: „გჳწინაჲსწარმეტყუელე ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ ხოლო ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰბურეს თავსა და ჰგუემდეს მას და ჰკითხვიდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ 2 ამას, საყუარელნო, ზედაჲსზედა ვიკითხვიდეთ, ამას უწყინოდ ვისმენდეთ, ესე ყოველი დავწეროთ გონებათა შინა ჩუენთა, რამეთუ ესე არს დიდება ჩუენდა და სიქადულ; ამას ზედა ვიქადი მე, არა თუ ოდეს ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...ირსა მისსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო, და თესლ-ტომი მისი ვინ-მე შეუძლოს მითხრობად?“ და კუალად იგივე იტყჳს, ვითარცა პირისაგან უფლისა: „ბეჭნი ჩემნი მივსცენ გუემად და ღაწუნი ჩემნი ყურიმლის-ცემად, და პირი ჩემი არა გარემივაქციე სირცხჳლისაგან ნერწყჳსა“. ჵ გამოუთქუმელი იგი და მიუწთომელი სიმშჳდე და სულგრძელებაჲ მეუფისა ჩუენისაჲ! დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა მისსა! რაოდენ დაითმინა ჩუენ უმადლოთა ამათთჳს და განდგომილთა მონათა! აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა მოვიგოთ სიმშჳდე და სიმდაბლე, რამე-თუ ესრეთ იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.

ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.

ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემ...

სრულად ნახვა