მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 50:3

2. მით, რამეთუ მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი: ნუ ვერ ძალ-უცა ჴელსა ჩემსა გამოჴსნად, ანუ ვერ შემძლებელ ვარ განრინებად? აჰა; მხილებითა ჩემითა მოვაოჴრე ზღუაჲ და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი არყოფისაგან წყლისა და მოკუდენ წყურილისა მიერ.3. შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი.4. უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 50
3. შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე — სისხლად, პირველ მოწევნადმდე დღისა მის უფლისა, დიდისა და განჩინებულისა (2,20).:

...მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.

და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად არს, ვითარმედ არცა მზისა, არცა მთოვარისა, გინა ვარსკულავთა ნათელი ჰნათობს მათ. ესე ყოველი ეყო ჰურიათა უწინარეს საუკუნოჲსა მის საშჯელისა, რომელსა უწოდს დღედ უფლისა; დიდად ამისთჳს, რამ...

სრულად ნახვა