...ცხოვრებთ უწოდებს. სხვაგან კი მათ არც ხორცს უწოდებს, არც მიწას, არც არსებულადაც კი თვლის ამჟამინდელ ცხოვრებაში — იმის გამო, რომ სათნოებას არ იქმან. ისმინე, რას ღაღადებს წინასწარმეტყველი დედაქალაქში, იერუსალიმში, სადაც ასი ათასი, სადაც ხალხის ურიცხვი სიმრავლეა: „მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი" (), — არა იმიტომ, რომ არავინ ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ მყოფნი არმყოფთაგან არაფრით უკეთესნი იყვნენ. და კვლავ სხვაგან: „რბიოდეთ, — ამბობს, — გზათა შორის იერუსალიმისათა და იხილეთ... უკეთუ ჰპოოთ კაცი, ანუ არს მოქმედი მსჯავრისა და მეძიებელი სარწმუნოებისა, და მლხინებელ-ვიყო მათდა" ().
ხედავ, როგორ საღვთო წერილი ადამიანს მხოლოდ იმას უწოდებს, ვინც სათნოებას იქმს, დანარჩენებს კი არსებულადაც არ თვლის, ხან ხორცს, ხან მიწას უწოდებს რა? ამიტომ ახლაც, მართლის საგვარტომოს აღწერას რომ ჰპირდება, საღვთო წერილი ამბობს: „ნოე კაცი", მხოლოდ ის არის ადამიანი, ხოლო დანარჩენები ადამიანები არ არიან, არამედ, ადამიანის გარეგნობის მქონეთ, ბოროტი ნებით თავიანთი ბუნების კეთილშობილება დაღუპეს და ადამიანებიდან უგუნურ ცხოველთა მდგომარეობამდე დაეცნენ. ხოლო რომ ადამიანებსაც, გონიერ არსებებს, როცა ისინი უღმ...