მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:8

7. რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.8. ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?9. რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
8. ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

...ჭვულობით, მინდვრების ყიდვით, ყველაფერში ყოველთვის ბრწყინვის მცდელობით, ხარბობითა და ძალადობით ყოველივეს შეძენით, და ნამდვილად იმის აღსრულებით, რაზეც ნეტარი წინასწარმეტყველი, გოდებით, ამბობდა: „ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ" ()? განა სწორედ ამას არ ვხედავთ ყოველდღე — ქვრივებს არ ართმევენ ქონებას, ობლებს არ ძარცვავენ და უძლურებს ძლიერები არ ჩაგრავენ? მაგრამ არა ასე იქცეოდა ის მართალი. საფლავის ყიდვა სურდა და, თუმცა ხედავდა, რომ ისინი, ვისგანაც ითხოვდა, მზად იყვნენ მიეცათ, მაგრამ არ დათანხმდა მანამ ეღო, ვიდრე სათანადო ფასს არ გადაიხდიდა. ამაზე ფიქრით, საყვარელნო, მადლის ქვეშ მცხოვრებნი, მიბაძოთ რჯულამდე მყოფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, ა...

სრულად ნახვა
საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ანგარების მხილება და სათნოებისკენ შეგონება:

...იდებაზე? რისთვის, მითხარი, იტანჯები ყოველდღე, ქვიშაზე მეტ ფულს აგროვებ, ყიდულობ მინდვრებს, სახლებსა და აბანოებს, ხშირად ძარცვითა და ანგარებით იძენ ამას და აღასრულებ წინასწარმეტყველურ სიტყვას: „ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ" ()? განა ამას ვერ ვხედავთ ყოველდღე? ერთი ამბობს: „ამ კაცის სახლი ნათელს მიშლისო", — და ათას საბაბს მოიგონებს, რომ წაართვას; მეორე კი ღარიბის ყანას აიღებს და თავის მინდორს მიუერთებს. და რაც განსაკუთრებით საყურადღებო, უჩვეულო, უცნაური და შეუნდობელია — ვიღაც თავად ერთ ადგილზე ცხოვრობს, ხშირად არც კი შეუძლია, თუნდაც ისურვოს, სხვა ადგილზე გადავიდეს, სხეულის სისუსტის ან სხვა გარემოებების გამო, მაგრამ ყველგან და, ასე ვთქვათ, ყველა ქალაქში ანგარების ძეგლები უნდა ჰქონდეს, ყველგან თავისი უღმრთოების საუკუნო სვეტები უნდა დადგას, ცოდვებს, რომლებითაც ყველაფერი შეგროვდა, თავის თავზე ახვევს და — ეს მძიმე და აუტანელი ტვირთი რომ ზურგზე აქვს, ვერ გრძნობს, ხოლო შეგროვილით ტკბობას სხვებს უტოვებს, არა მხოლოდ ამ ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, არამედ წასვლამდეც. თუ ნებით არ წაართმევენ, მისი სახლეულები მაინც განფლანგავენ და, ასე ვთქვათ, ნაწილ-ნაწილ აქცევენ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ობ სიყუარულისათჳს:

...ულნი ვართ მრავალთა მათ ვნებათანი? განვეყენნეთ აწ მათგან! ნუმცა ვართ, ვითარცა უგულისხმონი იგი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ვჭამოთ და ვსუათ, და ხვალე მოვსწყდებით“. ამისთჳსცა აყუედრებდა მათ, ვითარმედ: „ნუუკუე დაემკჳდრნეთა მხოლონი ქუეყანასა ზედა?“ ამისთჳს მეშინის, ნუუკუე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვპოვოთ საშჯელი საუკუნოჲ. არამედ ჴელ-ვყოთ სათნოებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა