მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:30

29. მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.30. და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
30. და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის