მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:3

2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!4. რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:

...მეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა ჰურიათა თჳსისა უკეთურებისაგან წარწყმედაჲ და უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ, რაჲთა არავინ იქმნას მაბრალობელ ღმრთისა, ამისთჳს იტყჳს: „და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი ხართ იერუსალჱმს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა. რაჲღამცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას?“ ეგრეთვე აქაცა გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ შეჰგვანდა ყოფად, და არა იქმნა მოყვანებად მათა სარწმუნოებად; უკუეთუ კულა არა ინებეს მოსლვად, ესე მათისა მის ურჩულოებისა გარდამატებულებაჲ იყო და სხუაჲ არარაჲ.

ესე სიტყუაჲ გაქუნდინ მარადის მათა მიმართ, რომელნი განგებულებათა ღმრთისათა ჴელ-ჰყოფენ უგუნურებით ბრალობად, რამეთუ იხილე, ვითარნი საკჳრველებანი აღესრულებოდეს, მომასწავებელნი მომავალ-თანი, რამეთუ არა სამოთხე, არამედ ცანი განეხუმიან, და სული წმიდაჲ იხილვების, და ჴმაჲ ზეგარდამო ისმის, ხოლო უგულისხმონი იგი და ორგულნი არავე მოვლენ მეცნიერებად. გარნა ჰურიათა მიმართ სიტყუაჲ სხუად ჟამად დამარხულ იყავნ ჩუენდა, ხოლო აწ შეწევნითა ღმრთისაჲთა წინამდებარისა ამისთჳს ვიტყოდით ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა მომცეს ჩუენ სიტყუაჲ უფალმან, რომლისაგან არს ყოველი ნიჭი კეთილი: „და ნა-თელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი“. რაჲსათჳს გა...

სრულად ნახვა