...ქმნებით ბრძენ თავით თჳსით, და ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ (12,16-17).
თარგმანი: ესე არს თავით თჳსით ბრძენ ყოფაჲ, რაჟამს კაცი ჰგონებდეს, ვითარმედ: თჳთ კმა-ვეყოფვი თავსა თჳსსა, და არღარაჲ ვისგან მიჴმს ზრახებაჲ. ესევითართა ვაებასა მისცემს წერილი, ვითარმედ: "ვაჲ თავით თჳსით ბრძენთა და წინაშე მათსა მეცნიერთა!" () ხოლო ბოროტისა არა-მიგებად ესრეთ დაგიმტკიცებს, ვითარმედ: უკუეთუ შენ საძაგელ და საწყალობელ გიჩნს მოქმედი ბოროტისაჲ, რად არა ევლტი მსგავსებასა მისსა, არამედ შიგებითა მისდა ნაცვლისაჲთა თანაზიარ იქმნები უღმრთოებისა მისისა!
მოციქულისაჲ: წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა; უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით (12,17-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა — "ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ", აწ იტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ესე ოდენ, არამედ, სიტყჳსაებრ იგავთაჲსა, წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. ესე იგი არს, რაჲთა არცა ერთსა ვის ვსცეთ მიზეზი გმობისაჲ, არამედ უკუეთუ ოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ვჰყოფდეთ. რამეთუ კეთილად თქუა: "უკუეთუ შესაძლებელ იყოს", ვინაჲთგან რაჟამს ღმრთისმსახურებისა შჯულთათჳს...