მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 5:20

19. რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.20. ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!21. ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 5
20. ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!
ესაიას განმარტება, თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა“ ().

1.

მწუხარებით შეაშინა, კეთილით გაახარა, მრავალგვარი მკურნალობა აღასრულა და ახლა სიტყვა კვლავ სხვა დასაწყისისკენ მიჰყავს, ისეთი დასაწყისისკენ, რომელიც წინასწარმეტყველების შესავალს ჰგავს. როგორც დასაწყისში აუწყა მათთვის მომხდარი ღვთის ქველმოქმედებანი და თქვა: „ძენი ვშვენ და აღვამაღლენ“ (), შემდეგ კი მათ მიერ გაბედულად ჩადენილ ურჯულოებებს ამატებდა: „ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე“ () და „ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო“ (), ასევე აქაც სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით იმავეს აჩვენებს, რაც ადრე თქვა. მაგრამ რატომ უწოდებს იგი ბრალდებას გალობას, როცა ბრალის დადებას აპირებს? მოსემ კი მარიამთან ერთად ეს მართებულად გააკეთა, რადგან...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში 25 მარტს 1881 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ვაი არს, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ. (ისაია 5, 20).

ძმანო მართმადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა ამ წმიდა დღეს ჯერ იყო უბნობა თქვენს წინაშე რომელსამე სულიერსა საგანსა ზედა, მაგალითებრ, ლოცვასა, მონანელობასა ზედა, გარნა აწინდელთა საქვეყნო გარემოებათა მაიძულეს მე წართქმად თქვენს წინაშე სიტყვისა იმ საშინელს მოვლენაზედ, რომელზედ ახლა ყოველი კაცი ჰღაღადებს, სწუხს, სჯის, მით უმეტესად, რომ ეს შემაძრწუნებელი მოვლენა, მისი ცხოვლად წარმოდგენა და გახსოვნება, დააფიქრებს კაცს, გააჩენს მის გულში თუ კაცობრივი გრძნობა არ დაუკარგავს, მწუხარებას, სინანულს და ლოცვას.

უეჭველია თქვენ კიდეც მიხვდით, რომ მე ვამბობ ჩვენი ხელმწიფე იმპერატორის საშინელ სიკვდილზე. ვიცი ისიც, რომ თვით თქვენცა ყოველნი უმეტესად განცვიფრებულნი და შეწუხებულნი ხართ ამ შემაძრწუნებელი ანბავისაგან. ან კი როგორ შეიძლება არ განცვიფრდეს კაცი და ზარდაცემული არ შეიქმნეს, თუ იგი კაცია, ადამიანი, და არა მხეცი, როდესაც ცხოვლად წარმოიდგენს, რა სახით გარდაიცვალა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის